პროექტ ”მე ახალგაზრდა ლიდერი“-ს ფინალური ტური აბაშაში

10 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა პროექტ ”მე ახალგაზრდა ლიდერი“-ს ფინალური ტური. პროექტმა სტარტი რამოდენიმე კვირის წინ აიღო.მონაწილეთა შერჩევა სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდა.
კონკურსში ჩაერთო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 24 უფროსკლასელი.კონკურსი გაიმართა სამ ტურად. თითოეულ ტურში განსხვავებული თემები იყო. პირველი ტურის საშინაო დავალებას წარმოადგენდა თემა: ,,მე და ჩემი თაობა”, მეორე ტურის თემა იყო ”გლობალიზაცია საფრთხე თუ განვითარების შესაძლებლობა?”, ხოლო საფინალო თემა გახლდათ ”ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარების იდეა”ფინალში მონაწილეობდა 6 კონკურსანტი.
კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური.გამოვლინდა განარჯვებული ქ.აბაშის I საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანნა კაჭარავა, რომელმაც დაიმსახურა ”ახალგაზრდა ლიდერის” ტიტული. მას გადაეცა დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები.პროექტის ბოლოს სიტყვით გამოვიდნენ და წარმატებები უსურვეს მომავალ თაობას, მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი გიგა გაბელაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.





