„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში ხარჯების ოპტიმიზაციის წინააღმდეგ მისცა ხმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში ხარჯების ოპტიმიზაციის წინააღმდეგ მისცა ხმა. ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრმა უარი თქვა ხარჯების ოპტიმიზაციის პროექტზე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტების კლებას და სატელეფიონო ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს.
https://www.facebook.com/stvsamegrelo/videos/455688089602218
ეს მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა ბრიფინგებსა და საჯარო გამოსვლებში აცხადებდა, რომ მუნიციპალიტეტში ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო. თუმცა მას შემდეგ რაც საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობები და კომისიის თავმჯდომარეების პოსტები გახარიას პარტიასთან ერტად გადაინაწილეს, ნაციონალური მოძრაობისთვის საწვავის და სატელეფონო ხარჯების ოპტიმიზაცია მომხიბლელი არ აღმოჩნდა.
ხარჯების ოპტიმიზაციას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ფრაქციამ სრული შემადგენლობით და გახარიას პარტიის სამმა წევრმა.




