რუხს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.
რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.
რუხის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება.


![ზუგდიდში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2020/02/ბაღიი.jpg)

