ზუგდიდში, “სკეიტ პარკში” “city game – კოქტეილი 2022” ჩატარდა

დღეს, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტის ორგანიზებით “სკეიტ პარკში” “city game – კოქტეილი 2022” ჩატარდა.
“City game – კოქტეილი” მიზანია ახალგაზრდებში გუნდურობის, თვითგადარჩენის, ლიდერული უნარ-ჩვევების, ჯანსაღი ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების განვითარება და ხელშეწყობა.
ცნობისთვის, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტი ტრადიციულად ყოველ წელიწადს ატარებს აღნიშნულ აქტივობას.






