აბაშაში უკრაინაში მეორე ეტაპზე გასაგზავნი ტვირთი მზადდება

აბაშაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. აბაშის მუნიციპალიტეტში, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებები შეიძინეს.
შეგახსენებთ რომ პირველ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე ჩასულია.




