ჩხოროწყუში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. აქციაში მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციის თოთოეულ მონაწილეს.





