“გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე”- წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სისხლის ბანკი გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, “გაიღე სისხლი,აჩუქე სიცოცხლე” აქციის ფარგლებში,დღეს, 10 მარტს, დილის 11:00 სთ-დან , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სისხლის ბანკი გაიხსნა.
უანგარო დონაციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსებმა, მერის წარმომადგენლებმა,მოქალაქეებმა მიიღეს.
დონაციის აქციის ორგანიზებას მ.იაშვილის სახელობის რეგიონალური სისხლის ბანკი ახორციელებს.




