ჩხოროწყუში აქცია – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და დღეს სისხლის უანგარო დონორობის აქცია – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
აქციაში ჩაერთნენ და მის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საქართველოს პარლამენტის წევრები – ჯუმბერ იზორია და გოგა გულორდავა.
უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ადგილობრივებმა, მერიისა და სხვასასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა




