სენაკში მოსახლეობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახოორციელებელი პროექტების შრჩევა დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი. დღეს, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციული ერთეულში – ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში, მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებს მოსახლოება თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი მერია განახორციელებს.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახოორციელებელი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს

სენაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო


