stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

08.03.2022 / 8 მარტი 2022
ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა თეიმურაზ კაპანაძემ ურთიერთგაგების ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა, რომელსაც ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი, დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტით დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენასა და გადაცემას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის, რათა ამ უკანასკნელმა მის მმართველობაში არსებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუხის ჰოსპიტალში ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა უზრუნველყოს. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხსენებული ჰოსპიტლების შერჩეული სამედიცინო პერსონალისა და დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს.

“საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიზრდება როგორც ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხი სახელმწიფო ჰოსპიტლებში, ისე პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა სოფლის ამბულატორიებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან პარტნიორობა საზოგადოებისთვის დადებით შედეგებს მოიტანს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინტერვენციის დაფინანსებისთვის“ – განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი სახელმწიფო კლინიკებისთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც მიმინარე პროექტის ფარგლებში ჩვენი კლინიკები მიიღებენ. ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რაც ითვალისწინებს ჩვენი კლინიკების შესაბამის აღჭურვას და პერსონალის გადამზადებას, აჭარასა და სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას. ასევე, გაიზრდება დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შანსები, რაც შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება.“  – განაცხადა თეიმურაზ კაპანაძემ, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის  დირექტორმა.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10000-11000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტის ბიუჯეტი 205 000 ევროს შეადგენს, რომლის 70% ხსენებული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვაზეა მიმართული.

News image 1
წინა პოსტი

სენაკში, გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს

შემდეგი პოსტი

სენაკის მერმა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში მომუშავე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ყაველაშვილი ტრამპს: მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

ყაველაშვილი ტრამპს: მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

„საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

„საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული