აბაშაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. უკრაინაში აბაშიდან არამალფუჭებადი საკვები, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და ტანსაცმელი იგზავნება.
პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად გაეცნო. გარდა საჯარო მოხელეების, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობისა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ აქციაში მონაწილეობის მსურველებს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მოტანა შეუძლიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გახსნილ სპეციალურ შტაბში.





