ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის მერის მოადგილედ დაინიშნა

ბესიკ ჭეჟია, რომელიც ამ დრომდე ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყო, მამუკა წოწერიას მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ის თავად ადასტურებს.
“ეს თანამდებობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა მთელ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ ამ საქმეს”, – აცხადებს ბესიკ ჭეჟია.
ცნობისთვის, ზუგდიდის მერს ახლა უკვე 3 მოადგილე ჰყავს.




