stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს ზუგდიდის განვითარების შეფერხება, მათი ერთადერთი მიზანი გისოსებში მყოფი ბელადის ნაკარნახევი ნარატივის შესრულებაა“

05.12.2021 / 5 დეკემბერი 2021
თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს ზუგდიდის განვითარების შეფერხება, მათი ერთადერთი მიზანი გისოსებში მყოფი ბელადის ნაკარნახევი ნარატივის შესრულებაა“

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუგდიდში დაგეგმილ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ზუგდიდის საკეთილდღეოდ საკრებულოში კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

საკრებულოს დეპუტატი განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო არ დაემტკიცებინათ 2022 წლის ზუგდიდის ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტში კრიზისი შეემნათ, რაც პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას დააზიანებდა:

„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ.

არადა „ნაციონალური მოძრაობა“ თავად შემოვიდა ახალ საკრებულოში, მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილებას და ამის შემდეგ აანონსებს აქციებს – აქციას, რომელის მთავარი მიზანი ქუჩის პოლიტიკური აქტივობის რამდენიმე წამიან კადრ-სინქრონად ტელევიზიებში გასვლაა. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, გადადიან ყოველგვარ პოლიტიკურ და მორალურ ზღვარს და იქცევიან ზუგდიდისთვის და მისი ინტერესებისთვის საზიანოდ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში 22 წევრითაა წარმოდგენილი, დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით, რომ ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

მათ იგივე სურდათ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, უნდოდათ ჩაეგდოთ 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რაც გამოიწვევდა მუნიციპალური სერვისების შეჩერებას, უფასო სოციალური სასადილოს, მუნიციპალური ტრანსპორტის, ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მუშაობის შეფერხებას – ისინი ამ სურვილს ღიად აფიქსირებდნენ და არც მალავდნენ, რომ მათი მიზანი კრიზისის შექმნა იყო, რომელიც ზუგდიდის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახებოდა. თუმცა ამის შესაძლებლობა ამ დესტრუქციულ ძალას არ მივეცით. ეს სწორი გადაწყევტილება იყო, ჩვენ მაშინაც ვამბობდით რა სურდა ამ პოლიტიკურ ძალას და რა მიზანიც ჰქონდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უმრავლესობას არ ფლობს ქართული ოცნება.

მათ ხალხის ხმები სჭირდებათ არა საქმის საკეთებლად, არამედ ასარევად. ეს ძალა ყოველდღიურად ამტკიცებს რომ მათი მიზანი მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგია, ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მათი დაბრუნება ხელისუფლების არცერთ რგოლში არ შეიძლება და დამღუპველია. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს მუნიციპალიტეტის განვითარების შეფერხება. მათი ერთადერთი მიზანი გისოსებში მყოფი ბელადის ნაკარნახევი ნარატივის შესრულებაა. რა გვსურს ჩვენ ახალ საკრებულოში? – გვსურს სტაბილური განვითარება და კეთილდღეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. გვსურს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ყოველდღიურად გაკონტროლდეს მუნიციპალიტეტების სამსახურების საქმიანობა, ხარჯების ნაწილი და მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საჭიროებებისთვის ზრუნვაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობრივ დონეზეც ეფექტურად და ღირსეულად უნდა განხორციელდეს, რათა მომდევნო წლებში მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ის პროგრესი, რასაც ზუგდიდში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები უზრუნველყოფს. მოსახლეობა კარგად ხედავს განსხვავებას იაფფასიან, მცირერიცხოვან სანახაობაზე ორიენტირეულ პოლიტიკურ პარტიებსა და გუნდს შორის, რომელსაც ამ ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტის, ქალაქის, სოფლების, უბნების, ქუჩების განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს.“ – წერს თაზო ფაცაცია.

წინა პოსტი

სენაკის მერი ვახტანგ გადელია პროექტის ,,საბავშვო არქეოლოგია” მიმდინარეობას გაეცნო

შემდეგი პოსტი

შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა

ირაკლი ღარიბაშვილი: იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება

ირაკლი ჩიქოვანი: დღესაც რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა

ირაკლი ჩიქოვანი: დღესაც რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა