აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ზუგდიდში კუთვნილ ბინებს ითხოვენ

აფხაზეთიდან დევნილი 16 ოჯახი კუთვნილი ბინების გადაცემას ითხოვს. სწორედ ამ მიზნით დილიდან ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე კორპუსების კიბეებზე ჩამოსხდნენ და ამ ფორმით გააპროტესტეს მათი პრობლემა.
“არის გაუცემელი და ცარიელი ბინები, რომელსაც არ გვაძლევენ. აქ დავჯდებით მანამ, სანამ არ მოგვცემენ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს. გამოვაცხადებთ შიმშილობას და ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ჩვენი პრობლემა არ გადაიჭრება”-აცხადებენ დევნილები.




