ზუგდიდში, მარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ზუგდიდში, მარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მათი თქმით, მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია დილით გაიგეს. ისინი ამბობენ რომ ხელფასების გაცემაზე მეპატრონეებს საქონლის გატანის უფლებას არ მისცემენ.
“ჩვენ აქ ვმუშაობთ ისე, რომ ხელფასებს ისედაც მიზერულს გვაძლევენ, ახლა საერთოდ დაკეტეს და ისე მიდის ეს თურქი რომ არ გვინაზღაურებს თანხას. იურისტი დაგვემუქრა, პოლიციას გამოვიძახებო, ჩვენ კი არ ვიპარავთ, უბრალოდ არ ვატანთ აღურიცხავ საქონელს მანამ, სანამ ხელფასებს არ დაგვირიცხავენ”- ამბობს თურქული მარკეტის ერთ-ერთი თანამშრომელი.
ამ წუთებში მათთან საიას ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იმყოფება.



