სოფელ უშაფათის მოსახლეობა განახლებული ხიდით სარგებლობს

უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. დამონტაჟდა ხიდის კონსტრუქცია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხიდის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ხიდის აღდგენა უმოკლეს დროში განხორციელდა და მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებული ხიდით ისარგებლოს.




