წალენჯიხაში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხაში, თვალთვაძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნიუ პასაჟი” ასრულებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია.





