საჩინო – ჩქვალერი – ჯვარზენის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საჩინო – ჩქვალერი – ჯვარზენის საავტომობილო გზის 7.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 2 817 999 ლარია და ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო’ ასრულებს.
სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ.
მსგავსი სიახლეები

წალენჯიხაში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


