ანზორ მელია: სკაიპით რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 9 მილიონზე მეტი ემიგრანტია გასული. აღნიშნული განცხადება მან ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მე მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე “ბაბა იაგა” არ ვარ. ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველანი დარჩებიან, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისგან მერია.
ბოლო 9 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად. ბავშვები დედის სითბოს, დედის სუნის გარეშე იზრდებიან. რომ შეიძლებოდეს სკაიპით ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში“, – აცხადებს ანზორ მელია.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, რუსეთის მოქალაქეების დევნა რომ დაგვეწყო, უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს რომ ავყოლოდით – ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე?

საარჩევნოდ საკითხავი ბლოგი – ანზორ მელია: ,,ჩვენ თბილისელებს“


