საარჩევნოდ საკითხავი ბლოგი – ანზორ მელია: ,,ჩვენ თბილისელებს“

40 დღეში საქართველოში თვითმართველობის არჩევნები გაიმართება, ოპოზიცია კი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გაუქმებულ ექაუნთს მაგონებს წარწერით ,, გაუქმებულია გაუქმებულია” გაუქმებული ექაუნთის პატრონი იშვიათად მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე სოც ქსელში ან ფოტოს დადებს ან ვინმე ცნობილი ადამიანის ციტატას გააზიარებს, ოპოზიციაც ასე იქცევა წარადგენს ძლივს ნაპოვნ მერობის კანდიდატებს და შემდეგ ქრება.
7 დღის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში მერობის კანდიდატად ნიკანორ მელიას მამა ანზორ მელია დაასახელა, მართალია ჯერ ბატონი ანზორი ზუგდიდში არც ჩამოსულა, თუმცა ანზორ მელია ზუგდიდში იშვიათად და ისიც არჩევნებზე ჩამოდის, მისი მეგრული გვარის გამო ბევრი ფიქრობს რომ ის ზუგდიდელია თუმცა ეს ასე არ არის და არც ბატონი ანზორი თვლის ზუგდიდელად თავს, აი რას ამბობდა ის 2016 წლის კოკში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სადაც სანდრა რულოვს ახლდა თან
„ნაციონალურ პარტიას სულით და გულით ვუდგავარ მხარში. ეს ის პარტიაა, აი მერწმუნეთ ხალხო, თვალებში ჩამაფურთხეთ ერთ წელიწადში თუ არ იტყვით რომ, ქალბატონი სანდრას არჩევამ დეპუტატად, მაჟორიტარად მოგვიტანა კოკელებს ძალიან დიდი სიკეთე, ვიდრე თქვენთან გაზრდილმა მერმა ჩვენ, თბილისელებს მოგვიტანა.”
- ყურადღებით წაიკითხეთ მისი ბოლო ფრაზა ,,ჩვენ თბილისელებს” თითქოსდა ამით ცდილობს მისი საუბარი უფრო დამაჯერებლი გახადოს საზოგადოებისთვის.




