საარჩევნოდ საკითხავი ბლოგი – ოჯახის როლი “ნაცების” ზუგდიდურ პოლიტიკაში

ანზორ მელიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად დასახელებისას, მარკუს ტულიუს ციცერონის ერთი ფრაზა გამახსენდა, „O Tempora! O Mores!“ ( ოჰ, დროება! ოჰ, ჩვევები! ). ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო და ნაცებმა ჩვევას არც ამჯერად უღალატეს, წინა თვითმართველობის არჩევნების მსგავასდ ამჯერადაც პარტიის ლიდერის ოჯახის წევრი დასახელეს მერობის კანდიდატად ზუგდიდში, წინა არჩევნებში თუ არაფორმალური ლიდერის ოჯახის წევრი იცავდა ნაციონალური მოძრაობის ღირსებას ზუგდიდის მერის არჩევნებში, ამჯერად ფორმალური ლიდერის ოჯახის წევრით ჩაანაცვლეს და ზუგდიდის მერობისთვის ნიკანორ მელიას მამა ანზორ მელია იბრძოლებს.
როცა აწყმოში სატრაბახო არაფერი აქვთ, წარსული საქმეებით ტრაბახობენ წერდა თავის დროზე მარკუს ციცერონი, ასე იყო ამჯერადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კანდიდატების წარდგენისას ხაზს უსვამდა მათ საქმიანობას წარსულში, თუმცა არც ერთი სიტყვა აწყმოზე და მომავალზე. პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მმართვაზე ბოლო 10 წელია ვერ გასცდა ერთიდაიგივე სახეებს, შვილებს მამები ცვლიან მაგრამ წყურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების უცვლელია.
დიდი ბრძოლა იქნება ზუგდიდში მეორე ადგილისთვის, ნაცების ანზორ მელია თუ გახარიას გეგა შენგელია ამას ოქტომბერში გავიგებთ, სანამ „ნაცები“ და „გახარებულები“ კანდიდატების ძიების პროცესში არიან ( ზოგმა ოჯახში იპოვა კანდიდატი) „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია საარჩევნო კამპანიას განაგრძნობს და აქტიურად ხვდება მოსახლეობას.
ისე ნეპოტიზმთან ვითომ მებრძოლები ნეპოტიზმით მოდიან პოლიტიკაში.




