სოფელი ცაიში დღეს საფეხბურთო ტურნირს მასპინძლობს

ცაიშის საჯარო სკოლის ახალი სტადიონი დღეს ტურნნირს უმასპინძლებს მინი ფეხბურთში. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას სოფელ ცაიშის გინდთან ერთად მონაწილეობსა დამატებით სამი სოფლის, ცაცხვის, ჭითაწყარის და ურთის გუნდებიც მიიღებენ.
საფეხბურთო ტურნილი 16:00 საათზე დაიწყება და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს. ტურნირის ორგანიზატორია ადგილობრივი მკვიდრი ხათუნა წიწავა, რომელმაც დააორანიზა საკუთარ სოფელში მოყვარულთა გუნდების შეხვედრა.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი სახის ტურნირებს ხშირად ვმართავთ სოფელში, რათა ამით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დიდი აზარტიც და მეგობრობის, ერთად ყოფნის დამკვიდრების წინაპირპბაც. ჩვენ ვემზადებით და რა თქმა უნდა ველოდებით საპატიო სტუმრებსაც”-ამბობს ხათუნა წიწავა STV-თან საუბრისას.




