stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

პოლიტიკა

მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

25.08.2021 / 25 აგვისტო 2021
მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს, მადლობა „ქართულ ოცნებას“ უდიდესი ნდობისა და შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წარდგენაზე.

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც.

„მაქვს უდიდესი პატივი წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დიდი მადლობა ქართულ ოცნებას უდიდესი ნდობისა და შესაძლებლობისთვის ვემსახურო ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს. ზუგდიდი ჩემი ოჯახია, მასთან არის დაკავშირებული ჩემი წარსული, აწმყოცა და მომავალიც.

აქ იზრდებიან ჩემი შვილები და ბუნებრივია, რომ ზუგდიდი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, სამეგრელოს გული, სადაც ცხოვრობენ კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ინტელიგენტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც, ის მრავალი ისტორიული ქარტეხილის მონაწილეა და ღირსებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ხალხი არასოდეს დანებებულა.

2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილებამ ზუგდიდს მეტი ყურადღება, განვითარება და შენება მოუტანა, რაც მთავარია რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ჩვენთვის ხელისუფლება არა პრივილეგია, არა ძალაუფლება, არამედ ვალდებულებაა კეთილმსახურების“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში წლობით მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა.

„ცალსახაა ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განახლება, გადაწყდა მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. ძალიან ბევრი ბიზნესი დაფინანსდა, სახელმწიფო გვერდით დაუდგა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე უამრავ ადამიანს და დღეს ჩვენ ვიცით და ვამბობთ, რომ ზუგდიდი ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით და თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრინციპი და გამოცდილება ხალხთან უწყვეტი ურთიერთობაა.

ამან საშუალება მომცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ზუსტად შემესწავლა ის პრობლემები და გამოწვევები და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განგვესაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები, როგორიც არის სოფლების წყალმომარაგება სოფლებსა და ქალაქში საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და სტანდარტიზაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მეტი სამუშაო ადგილები და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის ამაღლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდობა მათთვის ღირსეული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმების პრობლემის უზრუნველყოფა.

მათი შემოქმედებითი, პროფესიული და სხვა სახის ინტერესების განხორციელება და რა თქმა უნდა, არსებული ქალაქის გენერალური გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ძირითადი პრიორიტეტებისა, რომელიც უპირატესი ხელშეწყობის ობიექტი იქნება და გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

წინა პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაქცინაცია მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა მეცნიერის მამა, თვითონაც მეცნიერების დოქტორი ოთარ გუგუჩია ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მამუკა წოწერია: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

მამუკა წოწერია: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

პრემიერი – იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა

პრემიერი – იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა

ფოთის მერი: „ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს“

ფოთის მერი: „ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს“