ჩამოვიდა მოსკოვიდან, ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში — ღარიბაშვილი გახარიაზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია 2012 წლის არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, იგი მოსკოვიდან ჩამოვიდა და შემდეგ “ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში”. მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რაშიც ქართულმა ოცნებამ მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.
მოსკოვიდან ჩამოვიდა და ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნეს-ომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შს მინისტრი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს, — ამბობს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითეს, გახარიას მიერ დაშვებულ რომელ კონკრეტულ შეცდომებს გულისხმობდა ის.
“ძალიან ბევრი, თუნდაც იმ კლუბების ოპერაცია წარუმატებელი, შემდეგ პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ. რაშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე განხორციელდა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში კორონავირუსი ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმს და “პროკრედიტ ბანკის” ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის


