ავტოავარიას წალენჯიხაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-დახმარების ბრიგადები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




