ავტოავარიას მარტვილში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ნახევარი საათის ინტერვალით მოხდა. ორივე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. უცხოური მარკის ავთომანქანები ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახნენ, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები ნათესავები არიან.
ორივე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




