სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.



