წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის სალომე ფაცაციას ინიციატივითა და ნინოს კვარაცხელიას თანადგომით დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ფონდმა 150-მე ბავშვი გაახარეს.
“რა შეიძლება გავაკეთოთ ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიისთვის? ზოგიერთს აბედნიერებს პატარა საჩუქარი, ზოგს თბილი სიტყვა, ზოგს გვერდში დგომა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს სურვილი და მიზნად დავისახოთ სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენა, დანარჩენს კი მარტივად მოვახერხებთ.
შესაბამისად არც ცხოვრება დაგვრჩება ვალში და სანაცვლოდ ბევრ პოზიტივს მივიღებთ. ჩვენი დაკვირვებით ადამიანთა უმეტესობას სურვილი აქვს გააკეთოს რაიმე კარგი სხვებისთვის, რადგან ეს სიამოვნების მომტანია მისთვის… 120 გახარებული ბავშვი და ყველაფერი თქვენი თანადგომით მეგობრებო.. 31.12.2018 წელს გავახარეთ 50 ბავშვი. 1.01.2019 წელს გავახარეთ 70 ბავში..”აცხადებს STV-თან ნინო კვარაცხელია.




