“არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“- სოლიდარობის აქცია ზუგდიდში

“არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“- ამ სლოგანით ზუგდიდში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ გუშინ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებები გააპროტესტეს.
მედიასშაუალებების წარმომადგენლებმა დაზარალებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.



