ჯაზის საღამო მაია ბარათაშვილთან ერთად სენაკში

დღეს, ,,სენაკის არტ ფესტივალის“ ფარგლებში, ჯაზის საღამო გაიმართა.
ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის, მაია ბარათაშვილის საკონცერტო პროგრამა მოიცავს როგორც ჯაზსა და ბლუზს, ასევე – ეთნო მუსიკასა და ფოლკლორს.
მაია ბარათაშვილმა ჯაზის შესრულება 1996 წლიდან დაიწყო. ის, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გამარჯვებულია.
6 ივლისს, სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალი, გალაკონცერტით დასრულდება.
,,არტ-ფესტივალი 2021’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.




