ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება. გზასთან ერთად განახლდება წყალსაწრეტი სისტემა.
სამუშაო პროეცესს საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაევცნო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს მონაკვეთი ავარიული იყო და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებოდათ.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.




