“ენმ”-ს ლიდერებს რეგიონის პარტაქტივი უპირისპირდება?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის აქტივისტი გელა შედანია პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ღიად აპროტესტებს.
“უკაცრავად მაგრამ ერთი, რღაცა მინდა ვთქვა,როდესაც ოჯახს გიტერორებენ,ბავშვებს გიწიოკებენ და ამ დროს, პირში ჩალა რომ გაქვს გამოვლებული,მაგას რა დავარქვა.თუმცა ამ დროს შედიხარ პარლამენტში და თავს იპრავებ,თურმე ევრო პარლამენტარების აზრს ითვალისწინებ,ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთ სიტყვას არ იძახი ოჯახის ტერორორზე მაშინ რა უნდა ვქნა,როდესაც შეშინებული ბავშვები მყავს სახლში და მოკითხვის დონეზე არც ვარ.#ანიწითლიძე#ნიკამელია მარტო თქვენი ოჯახი არ არის ტერორ ქვეშ მანდ ყველა აქტივისტის ოჯახია ტერორის მსხვერპლი და ამის მერე თვენ იტყვით ქვეყანა გვიყვარსო?მალადეც თქვენც გაყიდულები ხართ, მადლობა ყველას მე ვინც მხარი დამიჭირა და ჩემი ოჯახის გადაჭირი გაიზიარა. მადლობა#მოძრაობასაქართველოსთვის”-წერს გელა შედანია.
შედანიას განცხადებას ანი წითლიძე მოკლედ პასუხობს. ის ამბობს რომ მსგავს პოსტებზე კომენტარებს არ აკეთებს.
“ყველას თავისი მოსაზრება აქვს და აქვს უფლება ჰქონდეს, სხვა კომენტარს არ ვაკეთებ”-აცხადებს STV NEWS-თან ანი წითლიძე.





