სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ს ლიდერებს ანი წითლიძესა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო დავა მოუგო

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ს ლიდერებს ანი წითლიძესა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო დავა მოუგო. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუმამ დღეს მიიღო.
როგორც ლევან შონიას უფლებადამცველი როლანდ შონია აცხადებს, გადაწყვეტილების თანახმად, ენმ-ს ლიდერებს სასამართლო დააკასირსა, ლევან შონიას მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპურტაციის შემლახველი ცილისწამების უარყოფა – რ2 ისა და ყველა იმ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რომლითაც გაავრცელეს.
“”გადაწყვეტილება სამართლიანია და კიდევ ერთხელ დადასტურდა “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციულობა და ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც პირდაპირ გუბერნატორის ინსტიტუციის დაზიანებას გულისხმობდა”, – აღნიშნა შონიას ინტერესების დამცველმა როლანდ შონიამ.
თავად, როგორც ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმზღვანელი ანი წითლიძე აცხადებს, მისი უფლედამცველები მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ.
ცნობისათვის, ლევან შონიამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი ჯერ კიდევ გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას, 2018 წლის ივნისში შეიტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ სარჩელთან დაკავშირებით ივნისში განაცხადა, რომ საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებით ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, „რომლებსაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და არ არის გამყარებული ფაქტებით“.




