,,ნუ კლავ ანაკლიას”-“ლელოს” აქცია ანაკლიაში

,,ნუ კლავ ანაკლიას”, ,,ანაკლია ხიდი აფხაზეთთან”, ,,დაძარი ანაკლია”, ამ ტრანსფარანტებით „ლელო ზუგდიდის“ რეგიონული ოფისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ანაკლია-განმუხურის ხიდთან სიმბოლური აქცია მსვლელობა გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველო დღეს ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობა. მათივე თქმით, დღევანდელი პროტესტი დიდ მაშტაბებს მიიღებს და ხელისუფლება ვალდებული იქნება ანაკლიის ჰესის მშენებლობისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას.




