საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში
02.09.2018 / 2 სექტემბერი 2018

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში. ადგილობრივები აცხადებენ რომ სოფელში საკანალიზაციო არხი დაზიანებულია, რაც ანტისანიტარიას იწვევს. მათივე თქმით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ჯერჯერობით არ მოგვარებულა.
,,საკანალიზაციო არხი დაზიანებულია. ფეკალური მასა საკარმიდამო ტერირორიაზე შემოდის.დავიწამლეთ.სუნთქვა შეუშლებელია უკვე.ვითხოვთ დახმარებას,”- აცხადებენ ადგილობრივები. მოსახლეობას მერის წარმომადგენელი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.




