ზუგდიდის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მინდინარეობს ზუგდიდის პროკურატურასთან. აქციის მონაწილეები ზუგდიდის საიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხდევითაც 22 წლის მირიანე მარკელიას, 5 წლით თავუსუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა, მათ შორის 117 მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწ ლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 126 მუხლის 1 ნაწილით, ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში მარკელია თამნაშავედ ცნო.




