“იდეა წაიღეს და კარგადაც მოირგეს!”-“რუხი გრანპრი-2018”-ი სოციალურ ქსელში გააპროტესტეს

“ძალიან სამწუხაროა და უპრეცედენტოც კი, როდესაც რეგიონში ტარდება ავტო ღონისძიება და ადგილობრივი მრბოლელები არ მონაწილეობენ. ძმებო, გული არ დაგწყდეთ, ყველაფერი წინ არის”-აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ დავით კოდუამ გამოაქვეყნა. აღნიშნულ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ავტომოყვარულთა კლუბის წევრების მხრიდან.
western drivers club-ის წევრები თვლიან, რომ წლევანდელ ფესტივალზე, სახელწოდებით ““გზა ერთობისკენ რუხი- 2018” 325 მოყვარული მრბოლელი დაიგნორდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამაც. შონიას განცხადებით, უპირველესად უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ მრბოლელთა უპირატესობა რეგიონის მასშტაბით:
“პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ავტომრბოლელების მონაწილეობა. სამეგრელოს რეგიონს მაგარი ავტომბრბოლელები ჰყავს”-წერს ლევან შონია სოციალურ ქსელში.
დავით კოდუას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება ფესტივალ “გზა ერთობისკენ რუხი- 2018”-ის საორგანიზაციო ჯგუფიდან ქეთი კოვზიაშვილი. საპასუხოდ კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში ასეთ რამეს წერს:
“მეგობრებო, მიხარია რომ ასე გულშემატკივრობთ ავტოსპორტს. მინდა გითხრათ რომ ხვალინდელ
ღონისზიებაზე მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ლიცენზირებული მრბოლელები სპორტული ავტომობილებით, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების კარკასითა და სისტემით. მრბოლელები რომლებიც იქნებიან სპეც. ეკიპირებით. ასე რომ გელოდებით ყველას, ერთად ვუგულშემატკივროთ სპორტსმენებს”-წერს კოვზიაშვილი, რასაც ისევ დავით კოდუას გამოხმაურება მოჰყვა.
“ღონისძიბა 2 სეგმენტად უნდა გაყოფილიყო და ამაზე მრავალჯერ გვისაუბრია. ჩემი ინტერესი თუ რა იყო თქვენთვის არ უნდა იყოს უცხო. ფაქტია რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა. იდეა წაიღეს და კარგადაც მოირგეს!”-წერს დავით კოდუა.
სპორტულ ნაწილში არ ვერევი, ხვალ კი რაც მეტი ადგილობრივი ისიამოვნებს სპორტული ღონისძიებით ვფიქრობ უკეთესი იქნება. დროებით”-წერს ქეთი კოვზიაშვილი.




