ზუგდიდის მერის მოვალეობას კონსტანტინე კაკავა შეასრულებს

ზუგდიდის მერის მოვალეობას მერის მოადგილე კონტანტინე კაკავა შეასრულებს. ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ამ წუთებში გეგა შენგელია ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს მართავს.




