ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცე მერის სასამართლო პროცესი გადაიდო

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ვიცე-მერის გია გულორდავას და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება.
ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.




