სოფელ ეწერში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაესაუბრნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს.
პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრომშენსერვისი ასრულებს .
ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც საბოლოო სახეს 2019 წლის ოქტომბერში მიიღებს.




