ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით მას სხეულის მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცის დაჭრას ზუგდიდის გარეუბანში წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება და ჩხუბი. ამ დროისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. აღნიშნულ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 118-ე მუხლით აღიძრა.




