ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ზუგდიდის ბაზრის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს ერთი, სავარაუდოდ ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა მარცხენა გულმკერდის არეში აღენიშნება. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი, ან მეტი პირის მიმართაა ჩადენილი.




