ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, პაციენტს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში აქვს მიყენებული და ამწუთებში სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მვკლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამძოებო მოქმედებები.




