ზუგდიდში დაჭრილ მამაკაცს სასწარფო ოპერაცია უტარდება

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.
დაშავებული მამაკაცი 1985 წელს არის დაბადებული სოფელ შამგონის მკვიდრია.
გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმის, ლაშა გრიგოლიას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
„ახალგაზრდა ახლობლებმა მოიყვანეს კლინიკაში. ჭრილობა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული“,აცხადებს კლინიკის ექიმი ლაშა გრიგოლია.
დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მვკლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამძოებო მოქმედებები.




