მარტვილის ეპარქია მორიგი სადამსჯელო ღონისძიებების მოლოდინშია

მარტვილის ეპარქია მორიგი სადამსჯელო ღონისძიებების მოლოდინშია. დღეს უნდა გახდეს ცნობილი განკვეთს თუ არა ეკლესიიდან ახალი ხელდასმული მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი სამ სასულიერო პირს – მამა დანიელ გვილავას, ბერდიაკვან პეტრე ღუდუშაურს და დიაკვან ანანია კალანდიას.
სამივე სასულიერო პირის პოზიცია არის ურყევი – ისინი არ აპირებენ შენდობა სთხოვონ მეუფე სტეფანეს. ამ წუთებში მეუფე სტეფანე სოფელ თამაკონში წმინდა ლაზარეს აღდგინების ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას ატარებს. ტაძრის ეზოში კი უფლებამოსილება შეჩერებულ სასულიერო პირები არიან შეკრებილები.



![ლებარდე – მარტვილის მუნიციპალიტეტი [ფოტოგალერეა]](https://api.stv.ge/uploads/2019/09/70376909_391170151578993_6815590860793577472_n-1.jpg)
