ქურდობა ზუგდიდის ბაზარში – მამაკაცი დაკავებულია

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დღეს დილით ფულის გადასახურდავებელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს, დაახლოებით 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით,ბაზრიდან მოშორებით ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს. მათ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი თანხა. მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს.




