ზუგდიდის ბაზარში კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გამკაცრებულია

- ზუგდიდის აგრარულ ბაზარზე, კორონავირუსთნ დაკავშირებით ზომები გამკაცრდა. ზუგდიდის მუნიცპალიტეტის აგრარულ ბაზარში, რეკომენდაცია უკვე გაიცა. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, დახურულ პავილიონებში მოქალაქეები არ დაიშებიან პირბადის გარეშე, როგორც გასასვლელში ასევე შემოსასვლელში დამონტაჟებულია დეზობარიერები .
აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს. შეგახსენებთ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი სხდომის შემდეგ ბაზრობებზე თერმოსკრინინგის და შერჩევითი ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა.




