დავით ფარცვანია: ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ველის პოლარიზაცია და კრიზისი

სამეგრელოს გუბერნეტორის ყოფილი მოადგილე დავით ფარცანია “ქართული ოცნების” გუნდში აღარ არის. მან აირჩია ახალი გზა, რომელმაც პოლიტიკური ველის პოლარიზაცისა და კრიზისი დასასრულამდე უნდა მიგვიყვანოს.
“დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ ბევრი საინტერესო პროცესი გველოდება წინ. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ველის პოლარიზაცია და კრიზისი, რადგან საქმის კეთების დროა. ახლა არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ დრო დავკარგოთ და პირად ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა.დროა ახალგაზრდების, ახალი თაობის, რომელთაც ჩვენთან ერთად უნდა გადაშალონ წარსული პოლიტიკის ფურცლები, რათა მოვიტანოთ ახალი ძალა და ახალი ენერგია იმ გამოწვევების წინაშე, რაც დღეს ქვეყანაშია სახეზე”-აღნიშნული პოსტი მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მსგავსი სიახლეები

გახარია: ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია

ივანიშვილი – ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში


