ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. შეკრებილები მეუფე სტაფანეს მიერ ორი მონაზონის ეპარქიიდან გარიცხვას გააპროტესტებენ.
ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.
მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.




