ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხულმა მონაზვნებმა ღამე სოფელ ნაჯახაოს დედათა მონასტერში გაათენეს

ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხულმა მონაზვნებმა დედაო სოსანამ და მორჩილმა ნინომ ღამე წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ნაცვლად,სოფელ ნაჯახაოს ბარბარეკარის დედათა მონასტერში გაათენეს.
როგორც დედა სოსანა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნები მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიიდან დაითხოვა, ჯერ-ჯერობით მათ გადაწყვეტილების შესაბამისი წერილი არ ჩაბარებიათ. ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას.
“მე დღეს კიდევ ერთხელ ავალ მონასტერში,ეს არის ჩემი სახლი,სხვა სახლი მე არ მაქვს,არ ვაპირებ დავემორჩილო სტეფანეს ბრძანებებს”,-აცხადებს დედაო.
ადგილზე წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან რჩებიან სამართალდამცველები, ხოლო ეპარქიიდან გარიცხული დედაოები და მათი მხარდამჭარები ეპარქიაში ამოსვლას გეგმავენ.




